Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერგიევი: იმედია, ოსები თავს არასდროს იგრძნობენ გათიშულ ხალხად


ვალერი გერგიევი
ვალერი გერგიევი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა სანკტ-პეტერბურგის ოპერის და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დირიჟორ ვალერი გერგიევს გადასცა „საიუბილეო მედალი - პეტერბურგში ოსეთის პირველი საელჩოს 270 წელი“.

ინფორმაციას ოსური სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს. ბიბილოვი სანკტ-პეტერბურგში იმყოფება „რუსეთში ოსეთის პირველი საელჩოს 270 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში” მონაწილეობისთვის.

ამავე სააგენტოს ცნობით, გერგიევმა „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ტელევიზიას“ მისცა ინტერვიუ, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ „ოსები თავს არასდროს იგრძნობენ გათიშულ ხალხად“ და „უახლოესი წლები ყველა ოსს მოუტანს სიმშვიდეს, ხოლო კავკასიის ყველა ხალხის ტრადიციები და კულტურის მრავალფეროვნება ყველას გაახარებს.“

„ვფიქრობ, მოვა დროს, როცა მთელ ამ სიმდიდრეს გაეცნობიან ადამიანები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ამ უზარმაზარ რეგიონში ჩასვლისას არ იკითხავენ, სად არის სახიფათო, ან უსაფრთხო“, - განაცხადა გერგიევმა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ „სამხრეთ ოსეთს“ ისევ ეწვევა.

ვალერი გერგიევმა სანკტ-პეტერბურგის თეატრის ორკესტრი ცხინვალში 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ათ დღეში ჩაიყვანა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქის მთავარ მოედანზე კონცერტი გამართა.

XS
SM
MD
LG