Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე - ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობამ იკლო


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო და ახსნა-განმარტებითმა მუშაობამ პირველი შედეგები გამოიღო.

ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის დაწყებამდე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ხელახლა შემოწმდა ის ოჯახები, სადაც გასულ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტყვიის შემცველობა მომატებული იყო. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ განმეორებითი ანალიზის შედეგებით, დინამიკა პოზიტიურია:

„შედეგების მხრივ პოზიტიური ტრენდია. ვნახეთ, რომ ტყვიის შემცველობა დაკლებისკენ მიდის. რჩევა-დარიგებამ, თუ როგორ მოიქცნენ ოჯახის წევრები, როგორ დაალაგონ სახლი… ამ ახსნა-განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო. ხშირად მისვამენ კითხვას, კატასტროფასთან გვაქვს საქმე თუ არა. არა, ბატონო. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, არა შემაშფოთებელი, არამედ საყურადღებო მონაცემებია, რაც ამ კვლევამ გვაჩვენა, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან ტყვიის შემცველობის მხრივ სუნელები, სათამაშოები და საღებავები გამოყო.

გამოკვლევამ, რომელიც 2018 წელს საქართველოში საერთაშორისო დონორების დახმარებით ჩატარდა, აჩვენა, რომ ​ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. .

XS
SM
MD
LG