Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ „კონტი ჯგუფის“ საკითხს განმარტავს


„კონსორციუმი კვლავ ადასტურებს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრანზაქცია, რომლითაც „კონტი ჯგუფი“ უნდა გასულიყო პროექტიდან არ განხორციელდა, შესაბამისად იგი რჩება აქციონერად“, - აცხადებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ Conti International-ის შესახებ.

„კონსორციუმის“ განცხადებით, მიუხედავად, რომ Conti International იტოვებს პროექტიდან გასვლის სურვილს, მსგავსი ტრანზაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება. აღსანიშნავია, რომ კონტი ჯგუფი კვლავაც მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და აცხადებს, რომ სჯერა მისი წარმატების.

თავად „კონტი ჯგუფი“ დღეს გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ კომპანიას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

„კონტი ჯგუფის“ წერილს წინ უძღოდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Conti International რჩებოდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG