Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს მინისტრი სადამკვირვებლო მისიის წევრების დაკავებაზე: „ძალიან ცუდი ფაქტი იყო“


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც 26 ოქტომბერს ზუგდიდში, სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნას დაესწრო, საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს „ძალიან ცუდი ფაქტი იყო“, თუმცა, რაც შეეხება ვითარებას ადგილზე, მინისტრი ირწმუნება, რომ იქ არ არის „გამწვავებული ვითარება“:

გაავლებენ ხოლმე 100 მეტრზე ღობეს ოსურ-რუსული მხარე და დაიწყება საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ დაკარგა კიდევ ახალი ტერიტორიები. ეს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. ეს ალბათ კარგად უნდა აიხსნას... სამწუხაროა, ღობე რომ ივლება და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ დღეს დაკარგა საქართველომ კიდევ 500 მეტრი ტერიტორია, არასწორია“, - განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება „მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება“.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრულები მცირე ხნით ჰყავდათ დაკავებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს. მონიტორინგის მისიის განცხადებით, შეუიარაღებელი მონიტორები, 24 ოქტომბრის ნაშუადღევს, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში, პატრულირების დროს დააკავეს

XS
SM
MD
LG