Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: თქვენ გჯერათ, რომ ხელისუფლებას უნდოდა პატრიარქის გადაყენება? მე - არა


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მას იოტისოდენადაც არ სჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა. ჟურნალისტებთან კომენტარში პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთოდ პატრიარქის გადაყენება, როგორც ტერმინი, მისთვის გაუგებარია და მას არანაირი საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს.

თუ ვინმეს არ მოსწონს, რას ამბობს ერთი მოძღვარი, ყოველთვის შეუძლია, რომ მივიდეს სხვა მოძღვართან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა და კულტურული საზოგადოება. ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა კანონმდებლობით დარეგულირებულია. მართლმადიდებლურ, ქრისტიანულ ეკლესიას ძალიან დიდი როლი აქვს და ძალიან დიდი მისია აქვს ისტორიულად ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის და განვითარების პროცესში. ეს როლი ვერ დაკნინდება ვერც დღეს და ეს როლი იქნება მნიშვნელოვანი ხვალაც.

თქვენ გჯერათ, რომ ხელისუფლებას უნდოდა პატრიარქის გადაყენება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას უნდა პატრიარქის გადაყენება, და საერთოდ, პატრიარქის გადაყენება, როგორც ტერმინი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ამას არანაირი საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, 26 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა: „გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი) დავნიშნოთო“.

28 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა.

XS
SM
MD
LG