Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალური პროკურორი სალომე ადეიშვილის ფეისბუკ პოსტის გამო თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს


ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება და კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ. ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია, თუ ინფორმაცია იქნებოდა უფრო კონკრეტული, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია 4-5 წელზე. მე ძალიან ვწუხვარ, რომ მან ესეთი გადაწყვეტილება მიიღო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება. იმედი მაქვს, ყოფილი პროკურორი ითანამშრომლებს შესაბამის ორგანოებთან. კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

23 ოქტომბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნებულ განცხადებაზე პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საქმეზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

ამ საკითხს 23 ოქტომბერს გამოეხმაურა პრემიერი გიორგი გახარიაც, რომელმაც განაცხადა, რომ „ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონს ვარღვევთ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული“.

22 ოქტომბერს პროკურორმა სალომე ადეიშვილმა სოციალურ ქსელში საჯარო პოსტი დაწერა, სადაც ჩამოთვლილია ის მიზეზები, რის გამოც იგი იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG