Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი: მე დავინახე პატრიარქი, რომელიც ვერ გატეხა კაგებემ და სხვა სპეცსამსახურებმა


იმ ფონზე, როცა პატრიარქმა კაგებეს გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები, რაც ახლა არის მის მიმართ, ბუნებრივია, ოდნავ მაინც კი ვერ შეარყევს მას, - უთხრა ჟურნალისტებს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მას შემდეგ რაც საპატრიარქო დატოვა. სინოდის სხდომის განჩინების გამოქვეყნების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები, რაც დღეს მოისმინა, არ კეთდება აღშფოთების გამო და „არ კეთდება არც ერთ შემთხვევაში თუ ამის უკან გარკვეული ზურგი არ დგას“. კითხვაზე, თუვინ არის ე.წ. ზურგი, გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ინფორმაცია ამაზე არ აქვს.

„ჩემი სურვილით მოვედი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, შევხვდი, რომ გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა, სიყვარული, პატივისციმა და დამეფიქსირებინა ის, რომ არანაირი ასეთი ტიპის ინციდენტები, რომელიც ჩემი შეფასებით, შეუძლებელია ხდებოდეს რაიმე ტიპის პოლიტიკური ან ასეთი ტიპის მიზნების გარეშე და ეს არანაირად არ იმოქმედებს იმ ადამიანზე, ვინც საქართველოსთვის უზარმაზარი ღვაწლი გასწია. ეს იყო ჩემი ურთიერთობის და აქ მოსვლის მიზეზი, მაგრამ მე დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული, მომავლის ნათელი ხედვით. მე დამხვდა კათოლიკოს-პატრიარქი ისეთი, როგორსაც ვიცნობდი მას ბოლო 40 წელიწადია და მე მივხვდი, რომ მის უწმინდესობას განვლილი აქვს არაერთი ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში. კაგებეს სპეცსამსახურები ცდილობდნენ, რომ შეეცვალათ მისი ღირებულებები, ჩვენი ქვეყნის სამსახური და იმ ფონზე, როცა პატრიარქმა კაგებეს გაუძლო და საბჭოთა იმპერიის დანგრევას მოესწრო, აი, ეს კოღოს ნაკბენები, რაც ახლა არის მის მიმართ, ბუნებრივია არანაირად არ არის მისი რაიმენაირად ოდნავ მაინც შემრყევი... მე დავინახე პატრიარქი, რომელიც ვერ გატეხა ვერც კაგებემ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა,.

ის საპატრიარქოში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

31 ოქტომბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG