Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერემი კორბინმა აშშ-ის პრეზიდენტი ბრიტანეთის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევაში დაადანაშაულა


ჯერემი კორბინი
ჯერემი კორბინი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და „ბრექსიტის პარტიის“ ლიდერ ნაიჯელ ფარაჟს, გააერთიანონ ძალისხმევა 12 დეკემბერს დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. ტრამპის აზრით, ამ შემთხვევაში არჩევნებში „ვერავინ შეაჩერებს“ ბრექსიტის მომხრეებს, რაც უზრუნველყოფდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ხელსაყრელი პირობებით.

დონალდ ტრამპი 31 ოქტომბერს ტელეფონის საშუალებით პირდაპირ ეთერში ჩაერთო ნაიჯელ ფარაჟს, რომელიც გადაცემა LBC-ს უძღვება.

დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერი ჯერემი კორბინი, რომლის გამარჯვებაც, აშშ-ის ლიდერის აზრით, იქნებოდა „ძალიან ცუდი“ მოვლენა.

ბორის ჯონსონის გარემოცვაში დონალდ ტრამპის განცხადების პასუხად აღნიშნეს, რომ არ აპირებენ წინასაარჩევნო ალიანსის შეკვრას „ბრექსიტის პარტიასთან“.

ხოლო ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერმა დონალდ ტრამპის განცხადება შეაფასა, როგორც „წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობა“, რაც ნაკარნახევია ტრამპის სურვილით, „არჩევნებში გაიმარჯვოს მისმა მეგობარმა ბორის ჯონსონმა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG