საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შვილების, თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანების შესახებ.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი პრეზიდენტის შვილების სამივლინებო ან/და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად არ დახარჯულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვიზიტებში მისი შვილების მონაწილეობას სახელმწიფო ბიუჯეტი ანაზღაურებს.
„ინფორმაცია პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებისა და მივლინებების შესახებ საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეუძლია“, - აცხადებს ადმინისტრაცია.