Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისთვის ჯაშუშობაში დადანაშაულებული ბულგარეთის ყოფილი პარლამენტარი პუტინმა დააჯილდოვა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მეგობრობის ორდენი გადასცა ბულგარელ კაცს, რომელსაც მის ქვეყანაში ჯაშუშობაში სდებენ ბრალს.

ცერემონია 4 ნოემბერს მოსკოვში გაიმართა, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ბულგარელმა მოსამართლემ ნიკოლაი მალინოვს ქვეყნის ხუთი დღით დატოვების უფლება მისცა.

მალინოვი უწინ პარლამენტის წევრი იყო ბულგარეთის სოციალისტური პარტიიდან, ამჟამად ის პრორუსული ორიენტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. მას სექტემბერში დასდეს ბრალი ჯაშუშობაში და ფულის გათეთრებაში ორი რუსული ორგანიზაციისთვის. ბულგარელი პროკურორები ამბობენ, რომ ის ამ ორგანიზაციებთან, "ორთავიანი არწივის საზოგადოებასთან" და "სტრატეგიული კვლევების რუსეთის ინსტიტუტთან" თანამშრომლობდა, რათა სოფიას საგარეო პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

მალინოვი პატიმრობიდან სექტემბერში გაათავისუფლეს, გირაოს გადახდის შემდეგ. მას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა, თუმცა მოსამართლე ანდონ მიტალოვმა მას 1 ნოემბრიდან 5 ნოემბრამდე დართო საზღვრის გადაკვეთის უფლება.

XS
SM
MD
LG