Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის თანამდებობა დატოვა


მიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილმა დატოვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა, რომელსაც 2018 წლის ივლისიდან იკავებდა.

დღეს, 7 ნოემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მიხეილ ბატიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე ითხოვა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება: "ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე, კულტურის მიმართულებით".

გახარიას თქმით, მთავრობა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს სამ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას - სამუშაო ადგილებს, განათლებას და უსაფრთხოებას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განათლების სისტემური რეფორმა მოითხოვს კიდევ უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას: "დარწმუნებული ვარ, გუნდი, რომელიც დღეს განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობს, ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტიან შრომას".

ვინ დაიკავებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას, ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG