Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მანქანის აფეთქებას ერთი პირი ემსხვერპლა


ერთი პირი მოკვდა და ორი დაშავდა კიევში მანქანის აფეთქების შედეგად. პოლიცია თვლის, რომ აფეთქება შეეძლო გამოეწვია მესამე მხარეს, რომელიც მოტოციკლით მოძრაობდა.

პოლიციის ცნობაში დაზუსტებულია, რომ „მერსედესის“ მარკის შავი ფერის მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა ბრესტ-ლიტოვსკის ავტომაგისტრალზე 6 ნოემბერს, 9:40 საათზე.

ადგილზე მოკვდა მძღოლი. დაზიანდა ახლოს მყოფი ავტომობილი. „შეიძლება გარეული იყოს მოტოციკლი“ - განაცხადა პოლიციამ.

თვითმხილველების თანახმად, მათ დაინახეს, როგორ დაეწია მოტოციკლი მგზავრის მხრიდან „მერსედესს“ და ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა მანქანას, რის შემდეგად მიიმალა.

პოლიციამ დაიწყო სპეცოპერაცია მოტოციკლის მძღოლის გამოსავლენად.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა ახალი ამბების გამოცემამ, რომელიც საგზაო ავარიებს უწევს მეთვალყურეობას.

მანქანის სახურავის ნაწილი მოგლეჯილია და ჩამსხვრეულია მგზავრის მხარეს ფანჯრები.

პოლიცია მომხდარს იძიებს.

XS
SM
MD
LG