Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვი ცილისმწამებლების „დახოცვასა და დაპატიმრებას“ ითხოვს


ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი, ბოლო სამთავრობო სხდომაზე თავს დაესხა იმათ, ვინც, მისი აზრით, ინტერნეტით „ღირსებას ხელყოფს“, და მოითხოვა იმ კომენტატორების დასჯა, რომლებიც „ავრცელებენ ჭორებს“ და „წერენ საზიზღრობებს“.

„დახოცვა იქნება ეს, დაპატიმრება თუ მუქარებით დაშინება, ჩვენ ნემისმიერი საშუალებით უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც ჭორებს ავრცელებს, თესავს მტრობას და ეწევა პროვოკაციას. წყალს წაუღია ყველაფერი, მაგრამ მსოფლიოში ყველა კანონიც რომ დაირღვეს, განა ჩვენ მოვეშვებით ისეთ ადამიანს, რომელიც ჩვენს ღირსებას ხელყოფს? წმინდა ყურანს ვფიცავ, არ მოვეშვებით! დედამიწაზე არსებულ ყველა სასჯელს ავიღებ საკუთარ თავზე, მაგრამ ამას არავის ვაპატიებთ“, - განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა სამთავრობო თათბირზე, რომლის ანგარიშიც რეგიონალურმა ტელეკომპანია „გროზნიმ“ გადასცა.

კადიროვის ეს განცხადება საინფორმაციო სივრცის წმენდისაკენ მიმართული მორიგი მცდელობაა.

ხელისუფლების მიერ ინსპირირებული ამ ბრძოლის დასტურია ის მრავალირიცხოვანი საჯარო მონანიება, რომლის გარეშეც ტელეკომპანია „გროზნის“ ეთერში ლამის არც ერთი „ახალი ამბების“ გამოშვება არ ჩაივლის.


ამა წლის გაზაფხულზე კადიროვმა გამოსცა ბრძანება „ჩეჩნეთისა და რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ იდეოლოგიურ შეტევებთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ“, რისთვისაც შესაბამის უწყებებს ორთვიანი ვადა მისცა.

შემოდგომაზე კი ჩეჩნეთის რეგიონალური სახელმწიფო ტელეკომპანია „გროზნის“ დირექტორმა, ახმედ დუდაევმა, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების გამსხვილების შესახებ გამოაცხადა. კადიროვის თანაშემწის თქმით, ეს ნაბიჯი მიმართულია იმ „არაკეთილმოსურნეების წინააღმდეგ, რომლებიც ინტერნეტით გავრცელებული, სიმართლესთან შეუსაბამო, ინფორმაციებით რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობენ“.

ამ განცხადების შედეგად, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებმა მიზნად დაისახეს იმ ადამიანების მხილება, რომლებიც კადიროვის იდეოლოგიის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევიან, მაგრამ, ამასთან, არ არღვევენ რუსეთის ფედერაციის კანონებს.

რამდენიმე თვის წინ რამზან კადიროვი ერთხელ უკვე დაემუქრა კომენტატორებს. ეს მოხდა დაღესტანთან საზღვრის დემარკაციის გარშემო დავის დროს. „ენა დააყენეთ და თითებს მიხედეთ, თორემ ენას ამოგგლეჯთ, ხოლო თითებს დაგიმსხვრევთ“


ხელისუფლების მიერ ინსპირირებული ამ ბრძოლის დასტურია ის მრავალირიცხოვანი საჯარო მონანიება, რომლის გარეშეც ტელეკომპანია „გროზნის“ ეთერში ლამის არც ერთი „ახალი ამბების“ გამოშვება არ ჩაივლის.

ბოდიშს იხდიან ქალები და ევროპაში მცხოვრები ჩეჩნების ნათესავები, რომლებიც დახმარებას სთხოვდნენ რამზან კადიროვს, მოზარდები ითხოვენ პატიებას მათი კომენტარებისათვის, მამაკაცები - სახელმწიფო გაზის კომპანიის კრიტიკისთვის ან საკუთარი ქალიშვილის ქორწილის დროს გადაღებული ვიდეოს გავრცელებისთვის.

სია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს, რადგან აღნიშნული პრაქტიკა გრძელდება და იგი გადაიქცა მასობრივი კულტურის შემადგენელ ნაწილად, თავისი მიმებით.

რამდენიმე თვის წინ რამზან კადიროვი ერთხელ უკვე დაემუქრა კომენტატორებს. ეს მოხდა დაღესტანთან საზღვრის დემარკაციის გარშემო დავის დროს. „ენა დააყენეთ და თითებს მიხედეთ, თორემ ენას ამოგგლეჯთ, ხოლო თითებს დაგიმსხვრევთ“, - მრისხანედ განაცხადა მაშინ კრემლის ფავორიტმა მოხელემ.

კავკასიის საკითხების ექსპერტი, „კონფლიქტების თავიდან აცილებისა და ანალიზის ცენტრის“ დირექტორი ეკატერინა სიკირიანსკაია მიიჩნევს, რომ ცილისმწამებლების „დახოცვისა და დაპატიმრების“ თაობაზე რამზან კადიროვის მიერ გაკეთებული ბოლო მოწოდება უნდა შეფასდეს როგორც ბრძოლა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ან მცდელობა ტოტალური კონტროლის დაწესებისა ჩეჩენთში, რომელიც „ტოტალიტარიზმის ანკლავად გადაიქცა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG