იქნება ძალადობა მათი მხრიდან? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, კიკვიძის პარკში. 14:00 საათზე ოპოზიცია კიკვიძის პარკიდან მსვლელობას გეგმავს.
„ჩვენ გვექნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი მსვლელობა, ისევე როგორც ღირსეულად ამას ვაკეთებთ თბილისში, როგორც ეს გავაკეთეთ მცხეთაში, ჩვენ ვიწყებთ რეგიონებში აქციებს“, - უთხრა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.
მისი სიტყვებით, უცნობია, გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება“ კონტარქციას, თუმცა, აცხადებს, რომ კონტრაქციას ისინი მშვიდად შეხვდებიან.