Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიას ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს


ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი

მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სამშაბათს ავსტრიაში ახალი მინისტრთა კაბინეტის ინაუგურაცია გაიმართა. ორი პოლიტიკური ძალის - კონსერვატიული „სახალხო პარტიისა“ და „მწვანეების“ კოალიციურ მთავრობას კვლავ უხელმძღვანელებს სებასტიან კურცი, რომელიც 34 წლის ასაკში მეორედ გახდა ავსტრიის ფედერალური კანცლერი.

იგი გასული წლის მაისამდე ხელმძღვანელობდა მთავრობას, რომელიც დაიშალა კოალიციაში შემავალი ულტრამემარჯვენე პარტია „თავისუფლებაში“ მომხდარი სკანდალის გამო.

სკანდალის მიზეზი გახდა "თავისუფლების" პარტიის ლიდერის, ჰანს-ქრისტიან შტრახესა და რუსულენოვან ქალს შორის საუბრის ვიდეოჩანაწერი. ქალმა თავი წარმოადგინა რუსი ოლიგარქის საარჩევნო კამპანიის ფარულად დაფინანსების შესაძლებლობას.ნათესავად. პოლიტიკოსი მასთან განიხილავდა თავისი პარტიის

მაისში პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობის ვოტუმი გამოუტანა.

სამთავრობო კრიზისის გამო დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, გაიმარჯვა სახალხო პარტიამ, „თავისუფლება“ - დამარცხდა. მრავალთვიან მოლაპარაკების შემდეგ სახალხო პარტიასა და „მწვანეებს“ შორის კოალიციური შეთანხმება იანვრის დასაწყისში გაფორმდა.

ახალ მთავრობაში სახალხო პარტიას ეყოლება 10 მინისტრი, „მწვანეებს“ - ხუთი. მათი ლიდერი ვერნერ კოგლერი, ვიცე-კანცლერი გახდა.

ამასთან პირველად ავსტრიის ისტორიაში, მთავრობის შემადგენლობაში უფრო მეტი ქალია, ვიდრე მამაკაცი.

სოციალ-დემოკრატები და პარტია „თავისუფლება“ ოპოზიციაში რჩება.

XS
SM
MD
LG