Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში 1 თვეში ცოფის 2 შემთხვევა გამოვლინდა


ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 1 თვის განმავლობაში სოფელ დიღომში და ვაზისუბანის დასახლებაში დაფიქსირდა ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა. ორივე შემთხვევაში ძაღლი პატრონიანი იყო.

„ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების ბუნებრივი ლეტალობის შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველების პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად დადასტურდა ცოფის ვირუსის არსებობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსი ორივე შემთხვევაში პატრონიან ძაღლს გამოუვლინდა”, - ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციაში.

საააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, საკუთრებაში მყოფ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ჩაუტაროს ანტირაბიული ვაქცინაცია, პირველ ჯერზე 3 თვის ასაკში და შემდეგ, ყოველწლიურად. მათი განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა ანტირაბიული ვაქცინაციის დროულად ჩატარების აუცილებლობა მონადირე ჯიშის ძაღლების შემთხვევაში, რომლებიც უშუალო შემხებლობაში არიან გარეულ ცხოველებთან.

2019 წელს თბილისში ცოფის ვირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა.

XS
SM
MD
LG