Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე: საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც ქალმა მოაქცია


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაზე განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც ქალმა მოაქცია:

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა. წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

წმინდა ნინოს ხსენების დღის აღსანიშნავი წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თბილისში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს დღეს ორჯერ აღნიშნავს - 1 ივნისი წმინდა ნინოს საქართველოს შემოსვლის დღეა, 27 იანვარი კი მისი გარდაცვალების.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG