Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი თარგამაძე „ფორმულის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა


ტელეკომპანია „ფორმულის“ ცნობით, არხის გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა გიორგი თარგამაძე. ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაცემების მიმართულებას ჩაუდგება სათავეში. აპრილიდან, სავარაუდოდ, ეთერში გავა მისი საავტორო გადაცემა „დროება“.

„ფორმულას“ საინფორმაციო და საზოგადოებრივი მაუწყებლობის მთავარი მიზანი არის, ყველა კატეგორიის მაყურებლისა და მკითხველის ნდობა დაიმსახუროს. ეს იქნება ერთი მხრივ, ყველაზე დიდი ვალდებულება და მეორეს მხრივ ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც შეიძლება დავიმსახუროთ“, - ამბობს გიორგი თარგამაძე.

„ფორმულის“ გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, გიორგი თარგამაძეს არხზე ორი გადაცემა ექნება.

„გიორგი დაინიშნა დირექტორის მოადგილედ, მისი მიმართულება იქნება საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური გადაცემები გარდა მისი გადაცემებისა. ის იქნება არხის შიდა საქმიანობაში ჩართული. „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ იქნება შაბათ-კვირას, ხოლო შემდეგ, კვირაში ერთხელ. ასევე, კვირაში ერთხელ გავა „დროებაც“, რომლის გასვლაც აპრილში იგეგმება“, - თქვა ზუკა გუმბარიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG