Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის "ბიგ ბენის" აღდგენა უფრო რთული და ძვირად ღირებულია, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ


ლონდონის ცნობილი კოშკი, 177 წლის „ბიგ ბენი“, უფრო მეტად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ დაბომბვის შედეგად, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო მიჩნეული. შესაბამისად განაგრძობს ზრდას რესტავრაციისთვის საჭირო ხარჯები.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ადმინისტრაციის უფროსმა იან ეილისმა განაცხადა, რომ კოშკის რესტავრაცია მოსალოდნელზე უფრო რთული აღმოჩნდა.

კოშკი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ხარაჩოებშია. მიმდინარეობს მისი ქვის ზედაპირისა და 12-ტონიანი საათის რემონტი.

კოშკმა გაუძლო დაბომბვას, მაგრამ მისი სახურავი და საათის ციფერბლატი დაზიანდა 1941 წლის მაისის საჰაერო რეიდის შედეგად, რომლის დროსაც დაინგრა მეზობლად მდგარი წარმომადგენელთა პალატის შენობა.

წარმომადგენელთა პალატისა და ლორდთა პალატის კომისიებმა განაცხადეს, რომ, ახალი გაანგარიშებით, „ბიგ ბენის“ აღდგენა 79,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი (103,3 მილიონი აშშ დოლარი) დაჯდება ნაცვლად ადრე ნავარაუდევი 61,1 მილიონი გირვანქა სტერლინგისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG