Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტიას ერთადერთი მეტოქე ჰყავს


ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.
ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.

1 მარტს ტაჯიკეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის პარტიას. მის გარდა არჩევნებში მონაწილეობს ერთადერთი ოპოზიციური პარტია.

ეს ცენტრალური აზიის ამ ავტორიტარულად მართულ ქვეყანაში პირველი საპარლამენტო არჩევნებია მას მერე, რაც დაახლოებით ხუთი წლის წინ აიკრძალა წამყვანი ოპოზიციური ძალა - ისლამური აღორძინების პარტია.

ტაჯიკეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის მქონე მოქალაქეთა დაახლოებით 75%-მა, ანუ 3,7 მილიონამდე ამომრჩეველმა. ტაჯიკეთის საარჩევნო კანონით, იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს, მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც არასოდეს მოხვედრილა პარლამენტში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თქმით, წინასწარი მონაცემები 2 მარტს გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG