Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ინტერფაქსი": ასლან ბჟანია მედიკამენტოზურ კომაში გადაიყვანეს


ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

ქალაქ სოჭის ერთ-ერთ საავადმყოფოში მედიკამენტოზურ კომაში გადაიყვანეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია.

როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება სამედიცინო წრეების ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, „პაციენტი მედიკამენტოზურ კომაში იქნა გადაყვანილი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მისი ტრანსპორტირება კრასნოდარის კლინიკაში“.

„ინტერფაქსის“ სხვა წყაროს ცნობით, ბჟანია „მძიმე მდგომარეობაშია“.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბჟანია სოჭის საავადმყოფოდან კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანეს. ბჟანია სოჭის ერთ-ერთ საავადმყოფოში მას მერე მოათავსეს, რაც მან ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება იგრძნო.

„სოჭში ბჟანია ცუდად გახდა. ის სასწრაფოდ მოათავსეს ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში. როგორც ჩანს, საქმე ეხება საკვებით მოწამვლას“, განაცხადა ბჟანიასთან დაახლოებულმა პოლიტოლოგმა რენატ ქარჩავამ.

კიდევ ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ადგურ არძინბამ, შეწყვიტა ამომრჩევლებთან შეხვედრა.

2019 წელს ბჟანიამ გადაიტანა მძიმე დაავადება, რომლის მიზეზები დღემდე დაუდგენელია.

22 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები ტარდება. მასში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG