Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე კინზინგერის ინტერვიუზე: კონგრესმენებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე


პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინტერვიუს და განაცხადა, რომ მისი სიტყვები ოპოზიციამ მხარდამჭერ განცხადებად თარგმნა, მაშინ როცა კონგრესმენების განცხადებები მხოლოდ იმას ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ მაღალი მხარდაჭერა არსებობს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც უმძიმესი სამართლებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფია აქვთ.

„მესმის, რომ კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილში. მინდა, ჩვენს კოლეგებს ოპოზიციის ამ ნაწილიდან პირდაპირ ვუთხრა, რომ დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი და ნურავინ შეეცდება, რომ ჩვენი მეგობრების განცხადებები ისე გადათარგმნოს, თითქოს ეს არის მათთვის პირადი მხარდაჭერა. კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს ერთადერთს, რომ საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა.

„მოვისმინე ადამ კინზინგერის ინტერვიუ ინგლისურ ენაზე. მან თქვა, რომ 2024 წლის არჩევნები საჭიროა, რომ დარჩეს პროპორციული სისტემით. თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და უკვე წერია კონსტიტუციაში. 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ. კონგრესმენმა მოუწოდა ყველა მხარეს, გააცნობიერონ პასუხისმგებლობა და გადადგან ნაბიჯები შეთანხმებისკენ. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სამართლიანი შეთავაზებები და პირობები. კონგრესში ჩვენი მეგობრებისა და ჩვენი პოზიცია არის საერთო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას შეთანხმებისკენ“.

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი იმედოვნებს, რომ 2020 წლის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება დაკავებებისა და დაკავებებზე მუქარის გარეშე მიიღწევა. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG