Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ედისონ რისერჩის“ გამოკვლევით, ევროკავშირში გაწევრებას 90% ემხრობა, NATO-ში - 85%


საქართველოს საგარეო ურთიერთობებს მოიცავს ამერიკული კომპანიის „ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რომელიც მან ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ჩაატარა.

შეკითხვაზე, ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრებას?

85% პასუხობს, ვემხრობი;

15% - ვეწინააღმდეგები.

ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას?

90% - ვემხრობი;

10% - ვეწინააღმდეგები.

როგორ აფასებთ საქართველოს ახლანდელი მთავრობის ურთიერთობას რუსეთთან?

37% - პოზიტიურად;

63% - ნეგატიურად.

შეკითხვაზე, ახლა ჩამოგითვლით სხვადასხვა ქვეყნებსა და გაერთიანებებს, გთხოვთ შეაფასოთ, როგორია თქვენი განწყობა თითოეულის მიმართ? რესპონდენტები ასე პასუხობენ:

ევროკავშირი: 89% - პოზიტიური; 11% - ნეგატიური;

უკრაინა: 88% - პოზიტიური; 12% - ნეგატიური;

აშშ: 85% - პოზიტიური; 15% - ნეგატიური;

NATO: 84% - პოზიტიური; 16% - ნეგატიური;

დიდი ბრიტანეთი: 84% პოზიტიური; 16% - ნეგატიური;

ისრაელი: 72% - პოზიტიური; 28% - ნეგატიური;

აზერბაიჯანი: 65% - პოზიტიური; 35% - ნეგატიური;

სომხეთი: 63% - პოზიტიური; 38% - ნეგატიური;

თურქეთი: 60% - პოზიტიური; 40% - ნეგატიური;

ირანი: 44% - პოზიტიური; 56% - ნეგატიური;

რუსეთი: 35% - პოზიტიური; 65% - ნეგატიური.

მეთოდოლოგია

ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით გამოკვლევა „ედისონ რისერჩმა“ თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა, გარდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისა. არჩევნებში ხმის უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩნენ. კვლევა 95%-იანი სანდოობისაა. ხოლო, შესაძლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

გამოკვლევა შიდა პოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს.

XS
SM
MD
LG