Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო მოსკოვში ერთი თვით აიკრძალა მრავალრიცხოვანი თავყრილობების გამართვა


მოსკოვის ხელისუფლებამ ერთი თვით, 10 აპრილამდე აკრძალა ყველა საჯარო ღონისძიება და თავყრილობა, რომელზეც ხალხის რაოდენობა 5 ათასზე მეტი იქნება.

გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა კორონავირუსის წინააღმდე ბრძოლა.

მოსკოვის გადაწყვეტილების ფონია ცოტა ხნის წინ რუსეთის ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტესტო მსვლელობა, რომლის ჩატარებაზე ნებართვის მისაღებად აქტივისტებმა განაცხადი 10 მარტს შეიტანეს მოსკოვის მერიაში.

რუსეთის ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეშფოთებას გამოთქვამენ 10 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უფლებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს კიდევ ორ არჩევნებში და დარჩეს ერთპიროვნულ მმართველად 2036 წლამდე.

ამ შესწორების ავტორია რუსეთის მმართველი „ედინაია როსიას“ დეპუტატი, ცნობილი კოსმონავტი ქალი ვალენტინა ტერეშკოვა

მისი ინიციატივა გულისხმობს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „გაუნულდება“ წინა საპრეზიდენტო ვადები, რათა კვლავ მიეცეს პრეზიდენტის პოსტზე ორჯერ არჩევის შესაძლებლობა.

შესწორებას დღეს დაეთანხმა პუტინი ოღონდ იმ დათქმით, რომ ცვლილებას აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო სასამართლომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG