Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერად პირველად აირჩიეს ქალი, საჰიბა გაფაროვა


საჰიბა გაფაროვა
საჰიბა გაფაროვა

აზერბაიჯანის ახალი მოწვევის პარლამენტის „მილი მეჯლისის“ 10 მარტის სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერად აირჩიეს მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ წარმომადგენელი, 64 წლის საჰიბა გაფაროვა.

ეს არის პირველი შემთხვევა ნავთობით მდიდარი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის განმავლობაში, როდესაც ქალი იკავებს პარლამენტის სპიკერის თანამდებობას. საჰიბა გაფაროვა 2010 წლიდან არის აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი.

გასულ კვირაში აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა 9 თებერვლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები და კანონიერად სცნო 125-იდან 121 ახალი კანონმდებლის უფლებამოსილება.

ოთხ საარჩევნო ოლქში, სადაც სასამართლომ დარღვეულად სცნო საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნები, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით ხელახლა ჩატარდება კენჭისყრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG