Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცქიტიშვილის თქმით, ტელევიზიები სხვა ბიზნესისგან არ განსხვავდებიან და ამიტომ დაედოთ ინკასო


საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურა ფუნქციონირებდეს გამართულად. ასე უპასუხა მან საქართველოში ორი ტელევიზიისთვის, მთავარი არხისა და TV პირველისთვის ინკასოს დადებაზე დასმულ კითხვას.

"ყველა იმ სექტორმა, რომელსაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის ეპიდემია, მიიღო მიზნობრივი დახმარება... როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტელევიზიებზე, ტელევიზიები, რა თქმა უნდა, ამ პაკეტში არ იყო. ძალიან ბევრი ჩვენი სხვა ბიზნესი არის დაზარალებული ეკონომიკის ამ მდგომარეობის გამო... ტელევიზიებს აქვთ ზუსტად ის ადგილი, როგორც სხვა ყველა დანარჩენ ბიზნეს სუბიექტს", - დასძინა მან.

მაია ცქიტიშვილის ამ განცხადებამდე ტელეკომპანია მთავარმა არხმა და TV პირველმა ინკასოს დადების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. მთავარ არხში აცხადებენ, რომ მაშინ, როცა ბიზნესი კრიზისშია, ტელევიზიებს სარეკლამო მომსახურების თანხას ვერ ურიცხავენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 44 შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიური საფრთხის გამო შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოშვება, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, შეწყდა მიკროავტობუსებით მიმოსვლა და საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG