Accessibility links

site logo site logo

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა შორის დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში 11 ათასს მიაღწია.


კორონავირუსით დაავადებულთა შორის დაღუპულთა რიცხვმა მთელ მსოფლიოში ათი ათასს გადააჭარბა და პანდემიის ცენტრად ევროპა რჩება. სულ აღრიცხულ ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონის მეოთხედს უახლოვდება.

20 მარტს ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ბოლო 24 საათში იქ 275 ადამიანი გარდაიცვალა. ესპანეთი მეოთხეა მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით, რომელიც თითქმის 20 ათასს მიუახლოვდა, იტყობინება მადრიდის ჯანდაცვის უწყება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, მსოფლიოში აღრიცხული ინფიცირებულების რიცხვი 265495-ია, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 11147.

ჩინეთის ქალაქ უჰანში, საიდანაც გავრცელდა ვირუსი მთელ მსოფლიოში 2019 წლიდან, ახალი შემთხვევები არ აღურიცხავთ, პეკინში კი მათი რიცხვი უდრის 39-ს. იტყობინებიან, რომ მათი წყარო უცხოეთია. დაღუპულთა რიცხვის მიხედვით, ჩინეთს იტალიამ გაასწრო. სულ იტალიაში დაიღუპა კორონავირუსით 4032 ადამიანი.

ჩინეთი 23-ჯერ აღემატება იტალიას მოსახლეობის რიცხვით. გარდაცვლილთა რიცხვი ჩინეთში 3252-ს უდრის და ინფიცირებულთა რაოდენობა კი 81250-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG