საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 54 ადამიანიდან 8 სრულად განიკურნა. მონაცემები უკვე განახლებულია მთავრობის ვებგვერდზე, stopCoV.ge-ზე.
ადამიანების გაჯანმრთელების პარალელურად, საქართველოში დაწესებული რეგულაციები მკაცრდება. იმის გამო, რომ მარნეულში მყოფი მოქალაქის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა, ჩაიკეტა მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, ღამის 12 საათიდან სრულად იკრძალება ყველა საქალაქთაშორისო მიმოსვლა.