Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე ზუგდიდში პირბადეების დარიგებაზე: არ არის ახლა პიარის დრო


"არ არის ახლა პიარის დრო და ვიღაცამ, რომ ქულები დაიწეროს ამისი დრო. ხო შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ერთ-ორ ადამიანს და არ გამოიწვიონ მოსახლეობის ასეთი შეკრება, ამდენი შეგნება და ტვინი ხო ყველა უნდა ჰქონდეს?!," - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ზუგდიდში ჩატარებულ საქველმოქმედო აქციას.

ზუგდიდის ბულვარში პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ხელთათმანების უფასოდ დარიგების აქციას ხალხმრავლობა მოჰყვა.

აქცია „ახალი ლიდერების“ ინიციატივითა და „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით ჩატარდა.

26 მარტის 16:30 წუთს მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 79 ადამიანი, 10 გამოჯანმრთელებულია.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმშია-4346, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ-247 ადამიანი.

XS
SM
MD
LG