Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ერთ დღეში 92-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა


სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 2 აპრილის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებული მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა. უწყების წარმომადგენელ ალინა ნიკოგოსიანის თანახმად, ინფექციის ახალი მსხვერპლია 68 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსის დაავადებით რამდენიმე დღის განმავლობაში იტანჯებოდა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანად გამოვლენილია კორონავირუსით დაავადების 663 შემთხვევა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 92-ით გაიზარდა, რაც ერთ დღეში დაავადების ყველაზე დიდი მატების პირველი შემთხვევაა.

სომხეთში 16 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის მოქმედების ვადა 14 აპრილს იწურება.

XS
SM
MD
LG