Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 პაციენტი ოკუპირებული გალის რაიონიდან მკურნალობას 2 სხვადასხვა კლინიკაში გააგრძელებს


ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს, 3 აპრილს გაწერეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს 3 მცხოვრები - ორი ბავშვი და 60 წლის მამაკაცი, რომლებსაც კორონავირუსი COVID-19 არ დაუდასტურდათ. ისინი კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს ვირუსული ინფექციის სიმპტომებით.

ერთი ბავშვის მკურნალობას თბილისში, იაშვილის კლინიკაში გაგრძელებენ, მამაკაცი კი, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ცნობით, ამ პაციენტებს ჯერჯერობით დაუზუსტებელი ვირუსული ინფექცია აქვთ.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს COVID-19-ით ინფიცირებული ორი პაციენტი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერის მცხოვრები 67 წლის მამაკაცი, რომელიც თურქეთში მოგზაურობდა და 50 წლის ქალი გალის რაიონის სოფელ საბერიოდან. ის რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG