Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსზე ლაბორატორიულად 2 762 ადამიანი შემოწმდა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსზე 3 ათასამდე ადამიანი შემოწმდა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი ნათქვამიდან ირკვევა, რომ შესაძლო შემთხვევებიდან კორონავირუსი 6 პროცენტზე ნაკლებ შემთხვევაში დაფიქსირდა.

"საქართველოში ჩვენ გვაქვს 157 დადასტურებული შემთხვევა, ეს გახლავთ იმ 2 762 შესაძლო შემთხვევიდან, რომლებიც საჭიროებდნენ ღრმა კვლევებს - ეპიდკვლევას, კლინიკურ კვლევას და ლაბორატორიულ კვლევას. აქედან გატესტილია 2 912 ნიმუში", - თქვა მან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული სულ 157 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 28 გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG