Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ


საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები და ევროპელი პარნიორები საქართველოს მთავრობას და ხალხს ღია წერილით მიმართავენ COVID-19–ის პანდემიით მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის თაობაზე.

წერილში ვკითხილობთ, რომ „მოსალოდნელია, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე უარესი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზარალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება“.

წერილის თანახმად, საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობაზე და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

წერილის თანახმად საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და „დაიმსახურა საერთაშორისო შექება“. ამასთან წინა წლებში განხორციელებული ფისკალური პოლიტიკის წყალობით ქვეყანა ეკონომიკურად კარგად მომზადებული დახვდა პანდემიას, მაგრამ ამის მიუხედავად წერილის ხელმომწერები აცხადებენ, რომ საქართველოს დასჭირდება უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა.

„კრიზისის უპრეცედენტო ხასიათის გათვალისწინებით, საჭირო იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. არავინ უნდა გამოგვრჩეს; საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“,- ვკითხულობთ წერილში.

რომელშიც ნათქვამია, რომ უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, რათა ქვეყანამ ეკონომიკური მდგრადობის აღდენისტვის მზადება შეძლოს.

„ჩვენ, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა – განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე. განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს საქართველოს ხალხისთვის. როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა ნამდვილად ”ძალა ერთობაშია”!,- ნათქვამია წერილში რომელსაც ხელს აწერენ:

სელიმ შეკირი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

დიეგო კოლასი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში

მაჩიე ჩურა ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში

კატარინა ბიორლინ ჰანსენი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი

კარლ ჰარცელი ელჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

ჰუბერტ კნირში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში

სებასტიან მოლინუსი მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში

შეინ როზენტალი აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში

სიუპი ტერავანინტორნი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო ოპერაციების დეპარტამენტი - რეგიონი II, გენერალური დირექტორი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG