Accessibility links

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება


სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად:

  • სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა.
  • მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება.
  • ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით.

21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო, განსაკუთრებულად მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს მარნეულის, ბოლნისის, ლენტეხისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

13 აპრილის 18:20 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 266 შემთხვევაა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG