Accessibility links

მთავრობა მანდატურის სამსახურს საკარანტინე სივრცეების კონტროლში რთავს


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მანდატურის სამსახური საკარანტინე სივრცეების კონტროლში ჩაერთვება. დადგენილება 15 აპრილით თარიღდება.

ამ დადგენილების მიხედვით, მანდატურის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხმარება.

საქართველოში საკარანტინე სივრცეებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჯამში 5000 ადამიანი იმყოფება. ამ დრომდე ამ სივრცეებს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აკონტროლებდნენ. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ლაბორატორიულად 336 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG