Accessibility links

კარანტინში 50-მდე ადამიანი საკვებით მოიწამლა


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ადასტურებს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში მოქალაქეების საკვებით მოწამვლას.

„50-მდე პირის საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იყო ორი დღის წინ. ორი მათგანი იყო საყურადღებო, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კვლავ კარანტინში დაბრუნდნენ. სხვა შემთხვევები იყო მსუბუქი. შემთხვევას სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ყველა მოწამლული პირი საკარანტინო პერიოდს ასრულებდა, ნაწილმა დღეს, 20 აპრილს დატოვა კარანტინი, ნაწილი კი ხვალ დატოვებს.

ნიჟარაძე დასძენს, რომ ყველა მოქალაქე თავს კარგად გრძნობს. გამოკვლევის შემდეგ, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

20 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 93, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503. *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შეადგენს სამს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG