საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.
22 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:
- 1 აშშ დოლარი - 3.1696 ლარი (21 აპრილი - 3.1361);
- 1 ევრო - 3.4343 ლარი (21 აპრილი - 3.4111);
- 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9116 ლარი (21 აპრილი - 3.9142);
- 100 რუსული რუბლი - 4.1409 ლარი (21 აპრილი - 4.2319);
- 1 თურქული ლირა - 0.4551 ლარი (21 აპრილი - 0.4531)
- 10 უკრაინული გრივნა - 1.1711 ლარი (21 აპრილი - 1.1534).
21 აპრილს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1650 ლარი.
31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.