მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მესაზღვრე პოლიციას ჩაბარდა. იგი სამი დღის განმავლობაში იმალებოდა. გენერალური პროკურატურის თანახმად, მისი ადგილ-სამყოფელის დადგენის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.
მკვლელობა სოფელ მულახში 20 აპრილს მოხდა. პროკურატურის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრემ შელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა თანამშრომელს. იგი მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზევე გარდაიცვალა.
მულახში მომხდარ მკვლელობას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.