Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესა: ევროკავშირმა ანგარიში შეასუსტა პეკინის მხრიდან ზეწოლის გამო


დასავლეთის მედიის თანახმად, ევროპის კავშირის ანგარიშის პროექტი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩინეთი დეზინფორმაციას ეწევა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, პუბლიკაციის წინ შესუსტებულ იქნა პეკინის მხრიდან ზეწოლის შემდეგ.

25 აპრილს New York Times-ი და Reuters-ი იტყობინებიან, რომ ჩინეთი შეეცადა, ხელი შეეშალა ანგარიშის გამოქვეყნებისთვის და რომ ზოგიერთი პასაჟი, რომელიც ქვეყნის კრიტიკას შეიცავდა, გამოქვეყნებამდე ამოღებულ იქნა ან შერბილდა.

თავდაპირველ ანგარიშში, რომლის ტექსტის გაცნობის საშუალება მიეცა რადიო თავისუფლებას, ლაპარაკი იყო „სამმხრივ დეზინფორმაციაზე“ ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მხრიდან.

მასში ნათქვამი იყო, რომ ჩინეთი „განაგრძობს გლობალურ სადეზინფორმაციო კამპანიას, რათა ყურადღება გადაიტანოს პანდემიის გაჩენისთვის პასუხისმგებლობიდან და გაიუმჯობესოს საერთაშორისო იმიჯი“, იტყობინება New York Times-ი.

ორიგინალურ 25-გვერდიან ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ჩინეთი, რუსეთი და ირანი კოორდინირებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას კორონავირუსის პანდემიის შესახებ.

New York Times-ი და Reuters-ი იტყობინებიან, რომ მათი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა შეაჩერეს ანგარიშის გამოქვეყნება და მასში ცვლილება შეიტანეს ჩინეთის მხრიდან ზეწოლის შემდეგ, ეფუძნება რამდენიმე წყაროს, მათ შორის, ევროკავშირის შიდა ელექტრონულ მიმოწერას, დოკუმენტებსა და ინტერვიუებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG