Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოში ხანძრის შედეგად დაიღუპა ხუთი პაციენტი COVID-19-ის დიაგნოზით


სანქტ-პეტერბურგის წმინდა გიორგის საავადმყოფოში ხანძრის შედეგად დაიღუპა ხუთი პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით.

ცეცხლი სამშაბათს დილას გაჩნდა რეანიმაციის განყოფილებაში. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი გახდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი, რომელიც მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობდა და აალდა. პაციენტები დაიღუპნენ წვის შედეგად გამოყოფილი ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად. როგორც „ტასი“ იტყობინება, ყველა დაღუპული ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს იყო მიერთებული.

ევაკუაცია გაუკეთდა 150 ადამიანს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობის გამო სიკვდილის გამოწვევის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG