დმიტრი პესკოვს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, კორონავირუსი აღმოაჩნდა.
"კი, ავად ვარ და ვმკურნალობ", - დაადასტურა პესკოვმა აღნიშნული ინფორმაცია. სხვა დეტალები უცნობია.
მანამდე რუსეთის ხელისუფლებაში კორონავირუსით დაავადდნენ პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და მინისტრთა კაბინეტის კიდევ ორი წევრი, მშენებლობის მინისტრი ვლადიმირ იაკუშევი და კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა.