Accessibility links

რუსეთში კორონავირუსი დაუდგინდა მშენებლობის მინისტრ ვლადიმირ იაკუშევს


ვლადიმირ იაკუშევი

რუსეთის მშენებლობის მინისტრი, ვლადიმირ იაკუშევი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მშენებლობისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს მიერ 1 მაისს გახდა ცნობილი.

ამავე წყაროს ცნობით COVID-19-ის დიაგნოზი დაუდგინა ასევე მის მოადგილეს, დმიტრი ვოლკოვს, კომპიუტერული ტომოგრაფიით.

წინა დღით ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით არის დაინფიცირებული რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი. მან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა წამოაყენა.

რუსეთში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 7933 შემთხვევა, რაც სარეკორდო რაოდენობაა დროის ამ მონაკვეთისთვის. ინფორმაციას ავრცელებს ოპერატიული შტაბი.

1 მაისის მონაცემებით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 1169 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG