Accessibility links

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ამ თვეში ზვავი მეორედ ჩამოწვა


ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გამწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია. ამის მიზეზია გზის 36-ე კილომეტრზე ზვავის ჩამოწოლა. ამავე მონაკვეთზე 5 მაისს უბედური შემთხვევა მოხდა.

ზვავმა საავტომობილო მაგისტრალი მთლიანად ჩახერგა. ახმეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ "გზის გაწმენდამდე გეოლოგების ნებართვას ელოდებიან, რათა საფრთხე და რისკი სწორად შეფასდეს და ამის შემდეგ დაიწყოს სამუშაოები".

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერი 5 მაისსაც ჩამოწვა და ორი ადამიანი მოიყოლა, რომლებიც გზის გაწმენდის სამუშაოებში მონაწილეობდნენ. ერთი მალევე ამოიყვანეს და სხვადასხვა სახის ტრავმით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, მეორეს გვამის კი სამ დღიანი ძებნის შემდეგ 8 მაისს იპოვეს. დიდთოვლობის გამო თუშეთის საავტომობილო გზა ყოველ წელს ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება. ზამთრის პერიოდში მთაში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით არის შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG