Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სასამართლომ ფრანგ ირანელ მეცნიერს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა


ფარიბა ადელხანი
ფარიბა ადელხანი

ირანის სასამართლომ 16 მაისს ფრანგ ირანელ მეცნიერ ქალს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებით.

ფარიბა ადელხას ადვოკატმა როიტერსს განუცხადა, რომ ის გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი თქმით, სააპელაციო სარჩელის მიღების შემთხვევაში პატიმრობის ვადა ხუთ წლამდე შეიძლება შემცირდეს.

იანვარში ირანმა ჯაშუშობის ბრალდება მოუხსნა ადელხას, მაგრამ მეცნიერი კვლავაც ციხეში რჩება სხვა ბრალდების გამო, რაც დაკავშირებულია უსაფრთხოების საკითხებთან, თქვა მისმა ადვოკატმა მარტში.

ადელხა წამყვანი მკვლევარია პარიზის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. ის ირანისა და შიიტური ისლამის სპეციალისტია. ფარიბა ადელხა 2019 წლის ივნისში დააპატიმრეს თავის კოლეგასთან, როლან მარშალთან ერთად. ადელხას ბრალი დასდეს „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდასა“ და „გარიგებაში ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ აქტების ჩასადენად“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG