Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 7 კაცი დაიღუპა ავღანეთში იერიშის შედეგად, რომელზეც თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა


შავი კვამლი აფეთქების ეპიცენტრში
შავი კვამლი აფეთქების ეპიცენტრში

სულ მცირე 7 დაიღუპა და 18 დაიჭრა აღმოსავლეთ ავღანეთში 18 მაისს მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა.

აღმოსავლეთ ღაზნის პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლის, არიფ ნურის თანახმად, მოიერიშემ მოპარული სამხედრო ავტომობილი „ჰამვი“ ასაფეთქებელი საშუალებებით დანაღმა და დეტონატორით ააფეთქა ბაზის შესასვლელთან. სხვა წყაროს ცნობით თავდასხმის სამიზნე იყო უსაფრთხოების დირექტორატის ქვედანაყოფი ქალაქ ღაზნიში, სადაც აფეთქების შედეგად უფრო მეტი, 40 კაცი დაიჭრა.

"მათი უმრავლესობა უსაფრთხოების თანამშრომლები არიან", - განაცხადა ვაჰიდულა ჯუმაზადამ. ზოგიერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

ღაზნიში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომლის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მისმა მოიერიშემ დახოცა "ათობით" უსაფრთხოების თანამშრომელი. ამ ცნობას არ ადასტურებენ ავღანეთის ოფიციალური წყაროები.,

მიუხედავად აშშ-სა და თალიბანს შორის თებერვლის თვეში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისა, ავღანეთში მაისის დასაწყისში ახალი ძალით იფეთქა სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმამ.

14 მაისს 24 ადამიანი, მათ შორის, ორი ახალშობილი დაიღუპა. სამშობიარო სახლზე ქაბულში და დასაფლავების ცერემონიაზე ნანგარჰარში, მომხდარი თავდასხმების შედეგად.

აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები დაადანაშაულა ქაბულში მომოხდარ სისხლიან თავდასხმაში და მოუწოდა ავღანეთის მთავრობას, არ მისცეს მათ ნება, ჩაშალონ თალიბანთა სამშვიდობო მოლაპარაკების არამყარი პროცესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG