Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარალელი: ხევისბერი გოჩა და მატეო ფალკონე


პარალელი: ხევისბერი გოჩა და მატეო ფალკონე
please wait

No media source currently available

0:00 0:29:56 0:00
გადმოწერა
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ შედარებით ახალი რუბრიკით „პარალელი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ქართული ლიტერატურის ყველასავის საყვარელ ძეგლზე, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერ გოჩასა“ და მსოფლიო ლიტერატურის ცნობილ შედევრზე, პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონეზე“. ალექსანდრე ყაზბეგი, ისევე როგორც მისი გენიალური თანამედროვე, ვაჟა-ფშაველა, მეცხრამეტე საუკუნეში თითქოსდა ხელახლა იწყებს უძველეს ქართულ მწერლობას, რადგან იმდენად ლიტერატურულ ტრადიციას (ჰაგიოგრაფია, „ამირანდარეჯანიანი“, „კალმასობა“) არ აგრძელებს, რამდენადაც სრულიად ახალ მითოსს ქმნის. „ხევისბერი გოჩა“ მითოსისა და რეალობის, მითოსური უდროობისა და ისტორიული ფაქტოლოგიის მეტად უცნაური შეზავებაა, რომელშიც ერთმანეთს შეხვდება სატრფიალო სამკუთხედისა და გონება/გრძნობა ოპოზიციის გადაუწყვეტელი პრობლემები. პროსპერ მერიმეს ნოველაც მითოსურ დროში მცხოვრები სიცილიელის ღირსების ტრაგედიაა, რომელიც შებღალული ღირსებისა და მამაშვილური სიყვარულის ტრაგიკულ ოპოზიციას ეყრდნობა. ორი ნაწარმოების პარალელი აშკარაა, მაგრამ არის ცხადი განსხვავებაც გოჩასა და მატეო ფალკონეს, ონისესა და ფორტუნატოს ფიგურებს შორის. რატომ მოკლა ხევისბერმა ონისე, რამ გამოიწვია გოჩას სულიერი აშლილობა, რაში მდგომარეობს ონისეს „ნამდვილი“ დანაშაული, რისთვის მოიკლა თავი გუგუამ, როგორ და რატომ შეცვალა ამ ამბის ტრადიციული ფოლკლორული ვერსია ყაზბეგმა, რატომ აგრძელებს „ჩვეულებრივ“ ცხოვრებას მომხდარიდან ორი წლის შემდეგ მატეო ფალკონე, რატომ ვერ შეუშალა ქმარს ხელი ჯუზეპამ, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
XS
SM
MD
LG