Accessibility links

საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს - გიორგი გახარია


საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ ასამუშავებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტაციაში საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან საუბრისას განაცხადა.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან აღარ მოქმედებს. შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა, თუმცა არ აღდგენილა საგანგებო მდგომარეობის გამო 31 მარტიდან შეჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საშუალება.

აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ, რომელი შეზღუდვები დარჩა და რომელი მოიხსნა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG