Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოლკნერი და ჰემინგუეი


ფოლკნერი და ჰემინგუეი
please wait

No media source currently available

0:00 0:28:26 0:00
გადმოწერა
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Odi et amo („მძულს და მიყვარს“) გთავაზობთ საუბარს მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ორი მთავარი წარმომადგენლის, უპრესტიჟულესი ნობელის პრემიის 1949 და 1954 წლისა და ამერიკის მთავარი ლიტერატიურული ჯილდოს, პულიცერის პრემიის ლაურეატების, ერნესტ ჰემინგუეისა (1953, პრემია მიენიჭა „მოხუცი და ზღვისთვის“) და უილიამ ფოლკნერის (1955, „იგავისთვის“ და 1963 –„გამტაცებლებისთვის“) არც თუ ისე უბრალო ურთიერთდამოკიდებულებაზე, რომელშიც მოიპოვებოდა როგორც დაუძინებელი მტრობისა და მძაფრი კონკურენციის, ისე აშკარა ურთიერთსიმპათიისა და გულწრფელი ემპათიის ელემენტები. ორი მწერლის ურთიერთობა არასოდეს იყო წყნარი, მაგრამ ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც პრესაში გამოქვეყნდა ფოლკნერის მიერ 1947 წლის აპრილში მისისიპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაკეთებული განცხადება, რომ „ჰემინგუეი არის მხდალი, იგი ვერასოდეს ვერ ამოძვრა თავისი ტყავიდან, მას არ შეუძლია ისეთი სიტყვა იხმაროს, რომ მკითხველმა ლექსიკონს მიმართოს იმის გასარკვევად, სწორად იხმარა მწერალმა სიტყვა თუ არა“. ჰემინგუეის პასუხი არანაკლებ სარკასტული იყო: „საბრალო ფოლკნერი! მას ჰგონია, რომ დიდ ემოციებს დიდი სიტყვებით აღწერენ. დარწმუნებულია, რომ მე არ ვიცი ათდოლარიანი სიტყვები. ვიცი მე ეგ ათდოლარიანი სიტყვები, მაგრამ უფრო ძველი, უფრო სადა და ზუსტი სიტყვებიც ვიცი და მათ ვხმარობ“. როგორ შეაქო ფოლკნერმა ჰემინგუეის“ შედევრი „მოხუცი და ზღვა“, რატომ უწოდა ჰემინგუეიმ ფოლკნერს „გამოუსწორებელი ლოთი“, როგორ იწინასწარმეტყველა ფოლკნერმა ჰემინგუეის ტრაგიკული აღსასრული, როდის შეიძლებოდა შეხვდროდნენ მწერლები ერთმანეთს, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
XS
SM
MD
LG