კრიზისმა გვაჩვენა, რომ ქვეყანა არ უნდა იყოს მარტო ტურიზმზე ჩამოკიდებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე ანგარიშის წარდგენისას, მას შემდეგ, რაც დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო.
„ისედაც ვიცოდით, მაგრამ კრიზისმა დაგვიდასტურა, რომ ქვეყანა არ უნდა იყოს მარტო ტურიზმზე ჩამოკიდებული. მართალია, ქვეყანა არ უნდა იყოს მარტო ტურიზმზე ჩამოკიდებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ტურიზმს უნდა დავანებოთ თავი, ტურიზმს არ უნდა დავანებოთ თავი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ტურიზმი არის დაბალკაპიტალმოცულობითი, შედარებით სწრაფად განვითარებადი დარგი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გადაცემის ძალა.
"ტურიზმი არის ერთგვარი დაზღვევა, ამიტომ ტურიზმზე ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ, თუმცა ტურიზმის მიერ წარმოშობილი მოთხოვნა როგორ დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი წარმოებით, ეს უნდა იყოს ძირითადი და ამას უნდა მიჰყვეს ადგილობრივი წარმოების გაძლიერების პროგრამები", - განაცხდა გიორგი გახარიამ.
საქართველო ტურისტებს პირველი ივლისიდან ელოდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, საქართველოში ფრენების სურვილი 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ასევე ნახეთ: გიორგი გახარიას თქმით, ტურისტს კორონავირუსზე სწრაფი ტესტის ჩატარება საქართველოშიც შეეძლება