Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ იაკუტიელ შამანს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა


იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი
იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი

2 ივნისს რუსეთის იაკუტიის სასამართლომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა შამან ალექსანდრ გაბიშევს, რომელმაც გასულ წელს წამოიწყო მოსკოვისკენ ფეხით მსვლელობა კრემლიდან „პუტინის განდევნის“ რიტუალის შესასრულებლად.


რუსი უფლებადამცველი ალექსეი პრიაშნიკოვი აცხადებს, რომ შამანის კლინიკაში მოთავსების ინიციატივა ეკუთვნის თავად დისპანსერს. ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული გაბიშევის იძულებითი მკურნალობის ვადები. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის აქტში კი წერია, რომ გაბიშევი „გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ პიროვნებას“ და ავრცელებდა „კანონიერი ხელისუფლების დამხობის მოწოდებებს“.

იაკუტიელი შამანი 12-19 მაისს უკვე გადიოდა იძულებით მკურნალობას ფსიქიატრიულ სტაციონარში, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს. ადვოკატი აცხადებს, რომ საავადმყოფოში გაბიშევს უცნობ პრეპარატებს აძლევდნენ.

ალექსანდრ გაბიშევი 2019 წლის მარტში გაემზავრა ფეხით მოსკოვისკენ იქ „პუტინის განდევნის რიტუალის“ ჩასატარებლად. იგი 19 სექტემბერს ირკუტსკის ოლქში დააკავეს. მის მიმართ აღძრეს საქმე ექსტრემიზმისკენ მოწოდებისთვის და ჩამოართევს გაუსვლელობის ხელწერილი.

„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ იაკუტიელი შამანი სინდისის პატიმრად ცნო და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა გაბიშევისა და მისი ორი მომხრის საჩივარი, რომელშიც ისინი რუსეთს უჩივიან თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლების ხელყოფისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG